შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა
11.06.2022
უკან დაბრუნება
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა. ლიცეუმის პირადმა შემადგენლობამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. კადეტებმა ბავშვებსა და მათ მშობლებს პრეზენტაციის ფორმატში ლიცეუმში მიღების, ცხოვრებისა და სწავლების წესები გააცნეს და ყურადღება არსებულ სასწავლო გარემოზე გაამახვილეს. სტუმრებმა ლიცეუმის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და კადეტების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ. მათ სიმულაციური საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზები და სასწავლო ლაბორატორიები მოინახულეს.