„საქართველოს ბანკის“ ბათუმის ფილიალში, შეიარაღებული პირი შეიჭრა
10.06.2022
უკან დაბრუნება
„საქართველოს ბანკის“ ბათუმის ფილიალში, შეიარაღებული პირი შეიჭრა. შემთხვევა, არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სალაროს გახსნას და თანხას ითხოვდა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი ის ბანკიდან გაიქცა. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, თანხის წაღება ვერ მოახერხა. ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებმა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარებას ითვალისწინებს.