შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი გრიგოლია სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს
10.06.2022
უკან დაბრუნება
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი გრიგოლია სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიაზე იბრძოდა. 41 წლის ქართველი მებრძოლი, რუსი ოკუპანტების საარტილერიო შეტევის დროს, დაიღუპა.