ბაზელის ბეილერის ფონდსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა
10.06.2022
უკან დაბრუნება
ბაზელის ბეილერის ფონდსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი ბაზელში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. მოლაპარაკებები ნაყოფიერად წარიმართა. ბეილერის ფონდი მზადაა, 2023 წლის შემოდგომაზე, მუზეუმის საგამოფენო სივრცის ერთი ნახევარი ფიროსმანის გამოფენას დაუთმოს. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შემავალ მუზეუმებთან თანამშრომლობის სურვილი კოპენჰაგენის ლუიზიანას მუზეუმმაც გამოხატა.