ბეთანიის ეკლესიამდე მისვლა განახლებული გზით იქნება შესაძლებელი
10.06.2022
უკან დაბრუნება
ბეთანიის ეკლესიამდე მისვლა განახლებული გზით იქნება შესაძლებელი.
გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ კვესეთის გავლით ბეთანიის მონასტრამდე მიდის და თბილისი-კოჯორი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას უერთდება.
რეაბილიტაციის ფარგლებში, დაგეგმილია გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, საგზაო ინფრასტრუქტურა და ახალი ნაგებობების მოწყობა, საგზაო ნიშნების მონტაჟი და შემოფარგვლა.
სამუშაოები 2022 წლის ბოლომდე დასრულდება.