შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის სკოლის დირექტორს მოსწავლის ბულინგსა შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ
10.06.2022
უკან დაბრუნება
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის სკოლის დირექტორს მოსწავლის ბულინგსა შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. ადვოკატის განცხადებით, 16 წლის გოგომ ფაქტის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და დაზიანებები მიიყენა. უფლებადამცველი ამბობს, რომ მოსწავლე იძულებული გახდა სხვა სკოლაში გადასულიყო. მედიასთან დირექტორი და სკოლის მასწავლებლები კომენტარს არ აკეთებენ. თავდაპირველად სკოლის ხელმძღვანელმა შენობაში მყოფი მასწავლებლებიც ჩაკეტა, რათა ჟურნალისტები სკოლაში არ შესულიყო. ადვოკატი ითხოვს, რომ დადგინდეს იკვეთება თუ არა დირექტორის ბრალეულობა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სკოლაში სამართალდამცავებმა პედაგოგები გამოკითხეს.