“საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ ისეთი სტრატეგიული პარტნიორობა განავითარეს , რომელიც მრავალ საუკუნოვანი მეგობრობისა და კავშირების შენების პროცესში იზრდებოდა “, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფალ ელისაბედ II-ის 7
09.06.2022
უკან დაბრუნება
“საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ ისეთი სტრატეგიული პარტნიორობა განავითარეს , რომელიც მრავალ საუკუნოვანი მეგობრობისა და კავშირების შენების პროცესში იზრდებოდა “, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფალ ელისაბედ II-ის 70-ეიუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა პარტნიორებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა დემოკრატიზაციისა და რეფორმების კვალდაკვალ კიდევ უფრო გაღრმავდება.