ქუთაისის მერიაში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მიმდინარე პროექტის „ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტრანსფორმაციის პორტფელი“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
08.06.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიაში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მიმდინარე პროექტის „ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტრანსფორმაციის პორტფელი“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს უკვე ჩატარებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე. შეხვედრის შემდეგ, სტუმრებმა ქუთაისის ღირსშესანიშნაობები და ის პროექტები დაათვალიერეს, რაც ქალაქში უკვე განხორციელდა . „მუნიციპალური ტრანსფორმაციების პორტფელი“ არის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის’’ ინიციატივის ნაწილი, რომელიც ევროკავშირის მიერ 2017 წლიდან ფინანსდება.