თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირებისთვის ქალთა ლიდერობის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
08.06.2022
უკან დაბრუნება
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირებისთვის ქალთა ლიდერობის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სემინარი თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გახსნა და თავდაცვის უწყებაში ქალების ლიდერობის მნიშვნელობაზე, უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ისაუბრა. ვიდეოკონფერენციის საშუალებით მონაწილეებს საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ირენ ფელინმა მიმართეს.
სემინარზე ქალებისთვის სამხედრო კარიერის განვითარების შესაძლებლობებსა და მიმდინარე პროცესებში მათ აქტიურ მონაწილეობაზე გამახვილდა ყურადღება .