რამდენიმე დღის წინ შოთა არველაძემ ფეისბუქ გვერდზე პოსტი განათავსა სადაც პრემიერ-მინისტრს ქუთაისში ახალი სტადიონის მშენებლობის აუცილებლობისკენ მოუწოდა. რას ფიქრობს საზოგადოება არველაძის ინიციატივაზე და სჭირდება თუ არა ქალაქს ახალი სტადიონი. ქუთაისში ყოფილი ფეხბურთელის განცხადებას დადებითად აფასებენ და ფიქრობენ რომ ქალაქში ჯანმრთელი ცხოვრების წესის განვითარებისთვის ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. თემასთან დაკავშირებით, ამ ეპატზე კომენტარს არ აკეთებენ არც ადგილობრივ ხელისუფლებაში და არც კლუბ “ტორპედოს“ ადმინისტრაციაში.