შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



105-ე დღეა უკრაინა რუსულ აგრესიას უმკლავდება
08.06.2022
უკან დაბრუნება
105-ე დღეა უკრაინა რუსულ აგრესიას უმკლავდება. საბრძოლო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. ბრძოლები გრძელდება სევეროდონეცკისა და სლავიანსკის ტერიტორიაზე. „მაქსარ ტექნოლოჯიმ“ სატელიტით გადაღებული ფოტო მასალა გაავრცელა, სადაც ქალაქში ნგრევის მასშტაბია ასახული. ისევ იბობმება ხარკოვის ოლქი. ღამით სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა რადიჩის რაიონი, შედეგად, დასახლებულ უბანში საცხოვრებელი სახლები განადგურდა. რთული ვითარებაა ხერსონის მიმართულებითაც. ოფიციალური კიევის ცნობით, რუსმა დამპყრობლებმა 600-მდე ადამიანი გაიტაცეს.