104-ე დღეა უკრაინა რუსულ აგრესიას იგერიებს. საბრძოლო მოქმედებები გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის სამხრეთ ნააწილშიც გააქტიურდა.
უკრაინის საზღვაო ძალებში აცხადებენ, რომ რუსულ გემებს უკრაინის სანაპიროდან 100 კილომეტრით უკან დაახევინეს. უწყების ანგარიშის მიხედვით, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე კონტროლის აღდგენის მცდელობისას, რუსეთი იძულებული გახდა, შეეცვალა ტაქტიკა, რის გამოც „ბალ“ და „ბასტიონის“ ტიპის სარაკეტო სისტემები ყირიმსა და ხერსონის რეგიონში განალაგეს და დამატებითი ძალები კუნძულ ზმეინიზე გადაისროლეს. ფრონტის ცხელ წერტილებად რჩება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები.