ხმაური და დაპირისპირება ბორჯომში. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება, სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. , აქციის მონაწილეები ავტობუსს, რომელიც ქარხნის ტერიტორიიდან გამოდიოდა, წინ გადაუდგნენ და გავლის საშუალება არ მისცეს, გზის გათავისუფლებაში ადგილზე მობილიზებული პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო, რასაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.