შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აქციის მსვლელობის დროს „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს თავს დაესხნენ
06.06.2022
უკან დაბრუნება
აქციის მსვლელობის დროს „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. ,,რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით მას და დავით ბერძენიშვილს ორი პირი პოლიტიკურ ნიადაგზე დაესხა თავს. მათი მხრიდან იყო დედის გინება, მუქარა, ძალადობა - ხელის კვრა და დადევნება. ერთ-ერთ მათგანსა და დავით ბერძენიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, მე შუაშიც ჩავდექი. - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. როგორც დავით ბერძენიშვილმა ინციდენტზე საუბრისას აღნიშნა, ორივე თავდამსხმელის მხრიდან ისმოდა სიტყვიერი შეურაცყოფა.