ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან სევეროდონეცკის ნახევარი გაათავისუფლეს
06.06.2022
უკან დაბრუნება
ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან სევეროდონეცკის ნახევარი გაათავისუფლეს. გაიდაის თქმით, ამჟამად ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია, სევეროდონეცკში 1500-მდე ადამიანია დარჩენილი. დღეს, ლისიჩანსკიდან სულ 98 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.ოპერატიული სარდლობის, პრესსპიკერის, ვლადისლავ ნაზაროვის ინფორმაციით უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ერთ დღეში, 59 ოკუპანტი გაანადგურეს. ომის დაწყების შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა 31 250 -მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს.