ხმაური და დაპირისპირება თბილისში ევროკავშირის ოფისთან
06.06.2022
უკან დაბრუნება
ხმაური და დაპირისპირება თბილისში ევროკავშირის ოფისთან. ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებამ "და "ზნეობამ" საპროტესტო აქცია გამართეს. რადიკალებმა ოფისთან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების ფოტოები შეურაცხმყოფელი წარწერებით მიიტანეს, რასაც ადგილზე ხმაური მოყვა. სამართალდამცავებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილიცაა.
დაკავებები მოჰყვა მოწოდებას, რომ აქციის მონაწილეებს ევროკავშირის დროშა დაეწვათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.