შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრა სამინისტროს აკადემიაში გაიმართა.
04.06.2022
უკან დაბრუნება
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრა სამინისტროს აკადემიაში გაიმართა. მატჩში ერთმანეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაში დაძაბულად წარიმართა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გუნდის მოგებით დასრულდა. გამარჯვებულებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტურნირის თასი და - მედლები პირადად გადასცა.