ბოჩას ფედერაციის ორგანიზებით ბოჩაში საქართველოს პირველი ჩემპიონატი ჩატარდა
04.06.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და ბოჩას ფედერაციის ორგანიზებით ბოჩაში საქართველოს პირველი ჩემპიონატი ჩატარდა. მასში მონაწილეობა პარა სპორტსმენებმა თბილისის, გორის, ქუთაისის და ბაღდათის კლუბებიდან მიიღეს. ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქუთაისის ბოჩას კლუბის წევრებმა, რომლებმაც სამსხვადასხვა კატეგორიაში ოთხი მედალი მოიპოვეს. გამარჯვებულებს დღეს ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი შეხვდა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.