შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის გალა-ვახშამს და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო
03.06.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის გალა-ვახშამს და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. ღონისძიებაზე , ჩეხეთის და სლოვაკეთის ტრანსატლანტიკური ჯილდო უკრაინელ ხალხს გადაეცა. ჯილდო, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა და იმ პირებისთვის არის განკუთვნილი, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ცენტრალურ ევროპაში თავისუფლებასა და დემოკრატიაში, დღეს ჯილდო ასევე გადაეცა ჩეხეთის რესპუბლიკის კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ეროვნული ოფისის დირექტორს, ბრიგადის გენერალს კარელ ჟეჰკას.