საჯარო ლექცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იუსტიციის მინისტრის ინიაციატივით ჩატარდა
03.06.2022
უკან დაბრუნება
,,ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოება და საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად სამართლებრივი ბრძოლა" ამ სახელწოდებით საჯარო ლექცია
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იუსტიციის მინისტრის ინიაციატივით ჩატარდა.
ლექციების კურსი, რომელიც 26 მაისს ამბროლაურში დაიწყო, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. ღონისძიებაზე
მსმენელებს ინფორმაცია მიეწოდათ რთული და წარმატებული ბრძოლის შესახებ, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოებში – სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებდა.