საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ნორვეგიის შიდა გვარდიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
02.06.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ნორვეგიის შიდა გვარდიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. დოკუმენტს ეროვნული გვარდიის უფროსმა რომან ჯოხაძემ და ნორვეგიის შიდა გვარდიის მეთაურის მოადგილემ მარტენ ეგენმა მოაწერეს ხელი.
მხარეებმა შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.