ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში მერიის ორგანიზებით გასართობი და სპორტული ღონისძიებები მოეწყო
01.06.2022
უკან დაბრუნება
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში მერიის ორგანიზებით გასართობი და სპორტული ღონისძიებები მოეწყო . სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართა .ჭადრაკში ,ჭიდაობასა და ტანვარჯიშში გამარჯვებულებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ. გამოიფინა ეროვნული ფედერაციის კუთვნილი სკუტერები. საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ ასფალტზე ცარცით ხატვა მოეწყო. ქალაქის ცენტრალურ ბულვრში გაიმართა ხელნაკეთი ნივთიებისა და ყვავილების გამოფენა -გაყიდვა.