ახლად რეაბილიტირებული ყინულის მოედანი და საზეიმო ღონისძიება
01.06.2022
უკან დაბრუნება
ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ახლად რეაბილიტირებულ ყინულის მოედანზე საზეიმო ღონისძიება მოეწყო. მოციგურავეებმა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. პროგრამის ჩვენებას ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველიც დაესწრო. დღესვე იოსებ ხახალეიშვილმა ყინულის მოედანს საჩუქრად ციგურები გადასცა.