ხმაური იყო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში
30.05.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ბარსელონას რეისი თვითმფრინავის გაუმართაობის გამო გადაიდო. შეფერხებას მგზავრების მხდრიდან ხმაური მოყვა.
ფრენა კომპანია "ვიზიარს" უნდა შეესრულებინა.მგზავრების თქმით, გადადებული რეისის გამო მათ პრობლემები ექმნებათ და მოითხოვენ, სხვა რეისით გაფრენის საშუალება მიეცეთ. მგზავრები კომპანიას და აეროპორტს უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
კომპანია „ვიზიარი“ ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.