საქართველოს თავდაცვის სამინისტროში „დიმიტრი ამილახვარის ფრანგულ-ქართული სტრატეგიული დიალოგის“ ფორმატში შეხვედრა გაიმართა
30.05.2022
უკან დაბრუნება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში „დიმიტრი ამილახვარის ფრანგულ-ქართული სტრატეგიული დიალოგის“ ფორმატში შეხვედრა გაიმართა. ფრანგ სტუმრებს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და უწყების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. მინისტრის მოადგილემ თავდაცვის სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და საფრანგეთს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და განვითარების გეგმებზე ისაუბრეს.