შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” საქართველოს ჩემპიონია
30.05.2022
უკან დაბრუნება
საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” საქართველოს ჩემპიონია. 2 საშინაო მოგების შემდეგ კლუბმა ფინალური სერიის მე-3 შეხვედრა, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში “ოლიმპთან“ გამარათა. თამაში დაძაბულად წარიმართა და ქუთაისელთა გამარჯვებით 73:65 დასრულდა. “ქუთაისი 2010”-ის კაპიტანს, გიორგი ბარბაქაძეს სუპელრიგის 2021-2022 წლების სეზონის საჩემპიონო თასი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ გადასცა.ჩემპიონებს ქუთაისში გამარჯვება თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს . ქუჩებში საზეიმო მსვლელობაც გაიმართა.