შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე, ჭკვიანი შუქნიშნები დამონტაჟდება
28.05.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე, ჭკვიანი შუქნიშნები დამონტაჟდება. როგორც მერიაში აცხადებენ ,შუქნიშნის ღერძულა ხაზზე დამონტაჟება ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას არ გამოიწვევს, თავად დათვლის მანქანების ნაკადს და დაარეგულირებს მოძრაობას. იმ შემთხვევაში თუ მოდელი გაამართლებს ჭკვიანი შუქნიშნები,ქალაქში სხვა რთულ მონაკვეთებზეც განთავსდება. საპილოტე პროექტი საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით ხორციელდება და მისი ღირებულება 740 ათასი ლარია. სამუშაოებს შ.პ.ს ,,გზაჯვარედინი’’ ახორციელებს.