შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძარზე ახალი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს მაღალკვალიფიციური ექსპერტები ზედამხედველობას გაუწევენ
28.05.2022
უკან დაბრუნება
გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძარზე ახალი დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესს მაღალკვალიფიციური ექსპერტები ზედამხედველობას გაუწევენ. საგანგებოდ ამ მიზნით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, გელათში უკვე იმყოფებოდნენ ძეგლის გადახურვის სპეციალისტები. რომლებიც უკვე შეუდგნენ მუშაობას. მათ მიერ შეფასებული იქნება ქართველი სპეციალისტების მიერ დროებითი გადახურვის მოსაწყობად ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები და, საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა შემდგომი რეკომენდაციები. ადგილზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის 13 მაისიდან დაიწყო. ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, სახურავის ამ ნაწილში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით, ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებითი გადახურვის სამუშაოები დაიგეგმა.