შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გამარჯვებული ქუთაისის ტორპედო
27.05.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისის ტორპედო ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშების მე-16 ტურში რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთოს კლუბ გაგრას დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. მატჩის უკანასკნელ წუთზე ტორპედოელებმა შეძლეს გოლის გატანა და ანგარიშით 1:0 გაიმარჯვეს. აღსანიშნავია ,რომ ეს პირველი გამარჯვებაა გუნდის, მას შემდეგ .რაც კახა ჩხეტიანი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დაბრუნდა. მოპოვებული სამი ქულით ტორპედომ გათამაშების ცხრილში მე-7 პოზიცია დაიკავა. მომდევნო შეხვედრას ტორპედო, შინ 16 ივნისს ბოლნისის სიონთან გამართავს.