დღეს ქართული დიასპორის დღე აღინიშნება. თარიღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა, რომელმაც დიასპორის მნიშვნელობაზე, მათ საჭიროებებსა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მათ ჩართულობაზე ისაუბრა. დღესვე ფორუმზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი ინიციატივა გააჟღერა. რომლის მიხედვითაც დიასპორის წარმომადგენელები მარტივად შეეძლებენ ქართული პასპორტის აღებას. პრემიერის დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა და სექტემბერში შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს წარედგინება.