როდის გაიხსნება საქართველოში წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორია
27.05.2022
უკან დაბრუნება
2022 წლის ბოლომდე,საქრთველოში წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორია გაიხსნება. დაწესებულებაში მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით, მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება, რაც, წამლებისა და ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ლაბორატორიის შენობის რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც დაწესებულება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით აღიჭურვება.