გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა
27.05.2022
უკან დაბრუნება
გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა. კვირეულის ფარგლებში გამოიფინა ფერწერული ნამუშევრები, ფოტო -ნახატები და ხელნაკეთი ნივთები. კონფერენციას ტრადიციული სახე აქვს და ის აკადემიაში ყოველი წლის ბოლოს ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის ხელმძღვანელობით იმართება.