დღეს მოქალაქეები დილიდანვე აქტიურად ესწრებოდნენ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებს
26.05.2022
უკან დაბრუნება
26 მაისის აღსანიშნავად,ქუთაისში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება იმართება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებს,მოქალაქეები დილიდანვე აქტიურად ესწრებიან. ქუთაისელებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ საგამოფენო პავილიონები,ფოტო ნამუშევრები,საბავშვო ატრაქციონები და სამეწარმეო კუთხეები.