შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კახა ჩხეტიანი ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაბრუნდა
26.05.2022
უკან დაბრუნება
კახა ჩხეტიანი ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაბრუნდა. რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, პრესკონფერენცია გაიმართა , სადაც კლუბსა და ახალ მთავარ მწვრთნელს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ჩხეტიანმა „ტორპედოში“ პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა. ის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი 2-ჯერ იყო. პირველად 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა, ხოლო მეორედ გუნდს 2021 წლის ივნისიდან ნოემბრამდე წვრთნიდა. დღეს საღამოს 9 საათზე ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ტორპედო თბილისის “გაგრა“-ს დაუპირისპირდება.