ჭავჭავაძის ქუჩაზე აღმართული რკინის ბოძი და შექმნილი საავარიო სიტუაცია
25.05.2022
უკან დაბრუნება
ჭავჭავაძის ქუჩაზე მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის მიმდებარედ ავტომობილების სავალი გზის შუა ნაწილში უკვე რამოდენიმე დღეა რკინის ბოძებია აღმართული. როგორც მძღოლების ასევე ფეხით მოსიარულეების ნაწილის განცხადებით რკინის კონსტრუქცია საფრთხეს უქმნის ავტომანქანებს და საავარიო სიტუაციებიც შეიძლება გამოიწვიოს. რა დანიშნულება აქვს გზის სავალ ნაწილზე დამონტაჟებულ რკინის ბოძებს, საკითხთზე მერიის შესაბამისი სამსახურები კომენტარს არ აკეთებენ.