შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ელისო ბოლქვაძის კონცერტი ქუთაისში
03.05.2016
უკან დაბრუნება
ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო კონცერტს ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უმასპინძლა.
პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის ელჩის საქველმოქმედო საღამოზე შემოსული თანხა ქუთაისელი გოგონას -- მარიამ სოხაძის ოჯახს გადაეცემა.
ვირტუოზი პიანისტის კონცერტი ქუთაისში იმერეთის გუბერნატორის და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა, საინფორმაციო მხარდაჭერა კი ტელე-რადიო კომპანია ,,რიონმა” უზრუნველყო და კონცერტის მსვლელობა პირდაპირ ეთერში გადასცა.