“ომის მომავალი კვირები რთული იქნება, მაგრამ ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს ბრძოლის და გამარჯვების გარდა“
24.05.2022
უკან დაბრუნება
“ომის მომავალი კვირები რთული იქნება, მაგრამ ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს ბრძოლის და გამარჯვების გარდა“, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა თავის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. მან დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და უკრაინელ სამხედროებს მადლობა გადაუხადა . ზელენსკის თქმით ყოველდღიურად მიმდინარეობს სამუშაოები უკრაინისთვის მეტი ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარების მოსაზიდად და რუსეთის კიდევ უფრო მეტად დასანქცირებასთან დაკავშირებით.