რუსეთს უკრაინაში შეჭრიდან პირველ სამ თვეში, სავარაუდოდ, იმდენი ჯარისკაცი ჰყავს დაღუპული, რამდენიც საბჭოთა კავშირს ავღანეთის ომის 9 წლის მანძილზე
23.05.2022
უკან დაბრუნება
რუსეთს უკრაინაში შეჭრიდან პირველ სამ თვეში, სავარაუდოდ, იმდენი ჯარისკაცი ჰყავს დაღუპული, რამდენიც საბჭოთა კავშირს ავღანეთის ომის 9 წლის მანძილზე, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, სიკვდილის მაღალი მაჩვენებელი დაბალი დონის ცუდი ტაქტიკის, შეზღუდული საჰაერო დაფარვისა და სარდლობის მიდგომამ გამოიწვია, რომელიც მარცხისა და შეცდომების განმეორებისკენაა მიდრეკილი.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 23 მაისამდე რუსული მხარის დანაკარგი დაახლოებით 29 200 ჯარისკაცს მოიცავს, რაც გასულ დღესთან შედარებით 150 რუსი სამხედროთი მეტია.