პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინაში იმყოფებოდა
23.05.2022
უკან დაბრუნება
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინაში იმყოფებოდა. ის კიევის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა. პრეზიდენტმა უკრაინასა და პოლონეთს შორის კეთილმეზობლური შეთანხმების დადებაზე ისაბრა. მისი თქმით, რუსულმა აგრესიამ აჩვენა, რომ უკრაინასა და პოლონეთს შორის საგზაო, სარკინიგზო და ინფრასტრუქტურული კავშირების ქსელი არასაკმარისია და მისი უფრო გაძლიერებაა საჭირო. ანჯეი დუდა პირველი უცხო ქვეყნის ლიდერია რომელიც უკრაინის უმაღლეს რადაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, სიტყვით გამოვიდა.