მორიგი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში დღეს ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დაიგეგმა
20.05.2022
უკან დაბრუნება
მორიგი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში დღეს ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დაიგეგმა, მედიკოსები ქუთაისში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრის პატარა ბენეფიციარებს ესტუმრნენ და მათ ტკბილეულები გადასცეს. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებმა ასევე ვაუჩერები მიიღეს, რაც თვალის სრულ კვლევაზე უფასო მომსახურებას გულისხმობს. ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაგრძელდება.