შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი
19.05.2022
უკან დაბრუნება
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში საჩხერეში, ჭიათურაში, ზესტაფონსა და თერჯოლაში ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით სხვადასხვა პროექტები ხორციელდება. საჩხერეში, ქორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ზესტაფონში აქტიურ ფაზაშია სოფლებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით პროექტები ხორციელდება ასევე თერჯოლის მუნიციპალიტეტშიც. საავტომობილო გზების გარდა მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და წყალმომარაგების სისტემის მოწყობა.