შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში , მონპლაზირის თაღთან, გამოფენა გაყიდვა მოეწყო
03.05.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში , მონპლაზირის თაღთან, გამოფენა გაყიდვა მოეწყო. დამთვალიერებელს შესაძლებლობა მიეცა ხელთნაკეთი ნივთები, ხატები, სააღდგომო აქსესუარები , თექის ნამუშევრები და სამკაულები ხელმისაწვდომ ფასად შეეძინა,გამოფენა ტრადიციულია და მასში ადგილობრივი და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები შემოქმედი ადამიანები მონაწილეობენ,საინტერესო დეკორაციები გამოიფინა ვერიკო ანჯაფარიძის სკვერშიც.ორიგინალური ნივთები სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.დღესვე გაიმართა ქართული ხალხური ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა.