კულტურის სამინისტრო ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს
18.05.2022
უკან დაბრუნება
კულტურის სამინისტრო ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს. შენობას რესტავრაცია ბოლოს 2002 წელს ჩაუტარდა. მიმდინარე წელს კი სახლ-მუზეუმს ცეცხლი გაუჩნდა თუმცა ექპონატები არ დაზიანებულა. ხანძრის შედეგების ლიკვიდაციასა და სახურავის აღდგენაზე თბილისის მერია მუშაობს. რაც შეეხება საკუთრივ სახლ-მუზეუმსა და სივრცეს, სადაც ცნობილი ქართველი მხატვარი ელენე ახვლედიანი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, რეაბილიტაცია კულტურის სამინისტროს მიერ ავთენტურობის სრული დაცვით ჩაუტარდება.