ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს, სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახა
17.05.2022
უკან დაბრუნება
ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს, სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სამგზავრო მატარებლის მძღოლი დაიღუპა, - ინფორმაციას კატალონიის რეგიონალური ხელისუფლება ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 85 ადამიანი დაშავდა, აქედან 8 მათგანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, დანარჩენს კი ადგილზე გაეწია დახმარება.
მომხდარს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი გამოეხმაურა და გარდაცვლილი მძღოლის ოჯახს მიუსამძიმრა.