ქუთაისში თელავივის ბაუჰაუზის ფოტო გამოფენა მოეწყო
17.05.2022
უკან დაბრუნება
ქუთაისში თელავივის ბაუჰაუზის ფოტო გამოფენა მოეწყო. სადაც წარმოდგენილი იყო ამერიკაში მოღვაწე ხელოვანის მარკ ქოლიაკოვის ფოტო დღიურები. დამთვალიერებელი გაეცნო თელავივის ურბანელ არქიტექტურულ ნამუშევრებს. ღონისძიება ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა. პროექტი საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე საიუბილეო წლისთავს ეძღვნება