შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„მთავარი არხის“ დამფუძნებელი - მსჯავრდებული ნიკა გვარამია დააკავეს
16.05.2022
უკან დაბრუნება
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი - მსჯავრდებული ნიკა გვარამია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე. სასამართლომ ბრალდებულის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლიდან 220-ე მუხლით დააკვალიფიცირა, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნულისთვის გვარამიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.რა გამოხმაურებები მოჰყვა მთავარი არხის დამფუძნებლის დაკავება