შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები ქალაქის მერიის წინ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
16.05.2022
უკან დაბრუნება
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები ქალაქის მერიის წინ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას სააგენტო ინფო იმერეთი ავრცელებს. ჩხუბი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ახლადდანიშნულ უფროსს ნიკა კვერნაძესა და ამირან თევდორაძეს შორის მოხდა. საინფორმაციო სააგენტო ინფო იმერეთს თვითმხილეველები დაპირისპირების დეტალებს უყვებიან, მათი თქმით, დაპირისპირების დაწყების მიზეზი აპარატის უფროსის მიერ თანამშრომლისთვის აგრესიულად მიმართვა გახდა – “რასაც გეტყვი ის უნდა გააკეთოო“. შემთხვევის ადგილზე მივიდა ჩვენი გადამღები ჯგუფიც გუბერნიის სამხარეო ადმინისტრაციაში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.