სოლიდარობა ნიკა გვარამიას” – ამ ლოზუნგით ქუთაისელმა ჟურნალისტებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მხარდამჭერი აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ის სასამართლო დარბაზში დააკავეს.
ადვოკატის განმარტებით, ნიკა გვარამიას სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.