შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგის 11 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს
16.05.2022
უკან დაბრუნება
უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგის 11 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურში აცხადებენ. „რეაქტიული გამანადგურებლები აგრძელებენ პატრულირებას საჰაერო სივრცეში, ხოლო თავდასხმის თვითმფრინავები და ბომბდამშენები ახორციელებენ სარაკეტო ავიადარტყმებს მტრის პოზიციებზე. ნათქვამია უწყების განცხადებაში. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა კიდევ 300 რუსი დამპყრობელი გაანადგურა და ლიკვიდირებული მოწინააღმდეგეების საერთო რაოდენობა ახლა 27 700 სამხედროს შეადგენს.