შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რუსული ძალები ხარკოვის მიმართულებით აქტიურ საომარ მოქმედებებს არ ახორციელებდნენ
14.05.2022
უკან დაბრუნება
რუსული ძალები ხარკოვის მიმართულებით აქტიურ საომარ მოქმედებებს არ ახორციელებდნენ. მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ქალაქ ხარკოვიდან ჯარების გაყვანის უზრუნველყოფაზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული. ხარკოვის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, მოქალაქეები სახლებში დაბრუნებას იწყებენ. ამასთან, ოლეგ სინეგუბოვი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა საკითხები გაითვალისწინონ. გუბერნატორის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ოლქი ბევრ ადგილას დანაღმეს.